ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკისა და ჩინეთის სამხედრო ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ


ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ხუთშაბათს ვირტუალური შეხვედრა გამართა თავის ჩინელ კოლეგასთან. ინფორმაციას ამის შესახებ, პენტაგონი ავრცელებს. ასეთი მაღალი დონის შეხვედრა ორი ქვეყნის სამხედრო პირებს შორის ერთი წელია არ ჩატარებულა. ამერიკელი ოფიციალური პირები იმედს გამოთქვამენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ორი ქვეყნის სამხედროებს შორის კავშირების უფრო ფართოდ აღდგენა.

ვიდეო ტელეკონფერენცია მას შემდეგ დაიგეგმა და ჩატარდა, რაც ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს შორის დაიდო შეთანხმება, რომ ქვეყნები სამხედრო კავშირებს აღადგენდნენ. აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჩარლზ ქ. ბრაუნი, გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე და გენერალი ლიუ ჟენლი ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის წარმომადგენელი, განიხილავდნენ "გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს", - აცხადებენ ბრაუნის ოფისში.

ლიუ ცენტრალური სამხედრო კომისიის გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის უფროსია. ესაა სამხედრო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ჩინეთის საბრძოლო ოპერაციებსა და დაგეგმვაზე.

პენტაგონის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორ სამხედროს შორის კომუნიკაცია გადამწყვეტია, სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის.

„გენერალმა ბრაუნმა განიხილა ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვისთვის, არასწორი გამოთვლების თავიდან ასაცილებლად და კომუნიკაციის ღია და პირდაპირი ხაზების შესანარჩუნებლად“, - აცხადებენ ბრაუნის ოფისში.

XS
SM
MD
LG