ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინის და ვაშინგტონის დაპირისპირება გაეროში


ორშაბათს, გაეროს უშიშროების 15-წევრიანმა საბჭომ ვერ მიიღო დაგეგმილი რეზოლუცია ავღანეთში გაეროს მისიის გაგრძელების თაობაზე. ამის მიზეზი შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის დავა გახდა. საბჭოს სხდომა დასრულდა ავღანეთში მისიის მორიგი ხანმოკლე გაგრძელებით სამშაბათამდე. რეზოლუციის განხილვა დღეს გაგრძელდება.

ავღანეთში გაეროს მისიის გახანგრძლივების რეზოლუციის ინიციატორი ორი ქვეყანა, გერმანია და ინდონეზია იყო. ჩინეთი დაიმუქრა, რომ რეზოლუციას ვეტოს დაადებდა, რადგან მასში არ არის ნახსენები პეკინის გიგანტური ინფრასტრუქტურული პროექტი "სარტყელი და გზა". ეს პროექტი ჩინეთს სახმელეთო და საზღვაო გზებით აზიასთან, ევროპასთან და აფრიკასთან აკავშირებს.

წინა ორი ვერსია, 2016 და შემდეგ 2017 წლებში განახლებული რეზოლუცია, მიესალმებოდა ჩინეთის განვითარების პროექტს ავღანეთში. თუმცა, სიტუაცია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პირველად მარტში შეიცვალა, შეერთებული შტატების მხრიდან პროექტის მწვავე კრიტიკის გამო.

როდესაც რეზოლუციის მორიგი განახლების დრო დადგა, შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონათან კოენმა ჩინეთს ბრალი დასდო იმაში, რომ პეკინის პროექტის პრიორიტეტი "ჩინეთის ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესების სამსახურია, და არა - ავღანელი ხალხის". ამასთან, კოენის თქმით, პეკინის ინიციატივა პრობლემატურია ყბადაღებული კორუფციის, გარემოს დაცვის უგულვებელყოფის, გამჭვირვალეობის ნაკლებობით და ასე შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG