ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მოსახლეობის აღწერას მოქალაქეობის კითხვას დაამატებს


აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი უილვერ როსი
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი უილვერ როსი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ მოსახლეობის შემდეგ აღწერაზე, ძველ კითხვარს ახალი პუნქტი დაემატება, რომელიც გამოკითხული ადამიანის მოქალაქეობას დააზუსტებს. განცხადება ორშაბათს საღამოს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა უილბურ როსმა გააკეთა.

მოსახლეობის აღწერის ბიურო (Census Bureau) გამოკითხვას ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ატარებს. შემდეგი აღწერა ორ წელიწადში, 2020 წელს უწევს. კითხვარის დაზუსტების საბოლოო ვადა ამ შაბათს იწურება.

უილბურ როსის განმარტებით, მოქალაქეობის შესახებ კითხვის ჩამატება იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნამ განაპირობა. იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს მონაცემთა ბაზა უმცირესობების მიერ ხმის მიცემის უფლებების დაცვის მიზნით გააუმჯობესოს.

გადაწყვეტილება ფართო კრიტიკის საგანი გახდა. გაჩნდა შიში, რომ ხელისუფლება აღწერის მონაცემებს არამიზნობრივად გამოიყენებს და ამის გამო, ბევრი ადამიანი აღწერაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს, რაც თავისთავად მოსახლეობის არასრული აღწერის რისკს ზრდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG