ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია კალიფორნიას სასამართლოში უჩივის


პრეზიდნტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კალიფორნიის შტატს სასამართლოში უჩივლა ფედერალური საიმიგრაციო კანონის დარღვევის ბრალდებით.

სარჩელის თანახმად, კალიფორნიაში შარშან სამი კანონი მიიღეს, რომლებიც უხეშად არღვევს და ეწინააღმდეგება ამერიკის ფედერალურ კანონებს იმიგრაციასთან დაკავშირებით. ეს კი ადმინისტრაციის განცხადებით, კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლს არღვევს, რომელიც შტატების კანონებზე ფედერალური კანონის უზენაესობას ადგენს.

კალიფორნიის ოფიციალური პირები ადმინისტრაციას წინააღმდეგობას უწევენ და აცხადებენ, რომ საკუთარ კანონებს ბოლომდე დაიცავენ. მათ შორისაა კალოფორნიის გუბერნატორი ჯერი ბრაუნიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG