ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სენატში საიმიგრაციო კანონის ცვლილებებს განიხილავენ


დღეს, შესაძლოა შეერთებული შტატების სენატში, საიმიგრაციო რეფორმის რამდენიმე წინადადებაზე კენჭისყრა გაიმართოს. კანონმდებლები სხვადასხვა გეგმას განიხილავენ, რომლებიც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა ახალგაზრდა უსაბუთო იმიგრანტთა დაცვა, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და ოჯახურ კავშირზე დაფუძნებული იმიგრაციის წესებში ცვლილებების შეტანა.

ოთხშაბათს საღამოს, 16 სენატორისგან შემდგარმა ორპარტიულმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ მიაღწიეს შეთანხმებას კანონპროექტზე, რომელიც შესაძლოა მოქალაქეობის მიღებაში დაეხმაროს იმ უსაბუთო იმიგრანტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მცირეწლოვან ასაკში შემოიყვანეს.

კანონპროექტმა შესაძლოა 25 მილიარდი დოლარიც გამოყოს საზღვრის დასაცავად, რაც 10 წლის განმავლობაში დაიხარჯება. კანონპროექტი იმავდროულად ყურადღებას ამახვილებს საიმიგრაციო წესების აღსრულების ძალისხმევაზე იმ რეციდივისტი და სერიოზული კრიმინალების მიმართ, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენენ და მათ მიმართ, ვინც ქვეყანაში უკანონოდ ივნისის შემდეგ შემოვა.

პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს უფრო ფართო რეფორმებს, რომელიც ოჯახურ კავშირზე დაფუძნებულ იმიგრაციას შეზღუდავს და ახლანდელი ლატარიის სისტემის ნაცვლად, უპირატესობას მათ მიანიჭებს, ვისაც მაღალი სამუშაო უნარები აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG