ამერიკელ კანონმდებლებს იმიგრაციის რეფორმის თაობაზე შეთანხმების მიღწევა უჭირთ. პრობლემის გადაუჭრელობამ და 2018 წლის ბიუჯეტზე შეუთანხმებლობამ, საბოლოო ჯამში, წლის დასაწყისში შეერთებული შტატების მთავრობის სამი დღით დახურვა გამოიწვია.
მთავარ უთანხმოებად პრეზიდენტის მიერ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება და პროგრამა „დაკა“ რჩება. პროგრამა პრეზიდენტმა ტრამპმა შეაჩერა. ის ე.წ. მეოცნებეების, 800 ათას ახალგაზრდა იმიგრანტს, რომელიც ქვეყანაში მცირეწლოვან ასაკში, უკანონოდ შემოიყვანეს, ლეგალურ სტატუსს ანიჭებდა.
26 იანვარს თეთრმა სახლმა კონგრესს განსახილველად ახალი გეგმა გაუგზავნა, რომელსაც ადმინისტრაცია კომპრომისულს უწოდებს. მასში საუბარია საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებაზე, 25-მილიარიან ფონდზე, რომელიც მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად უნდა გამოიყოს; „დაკას“ პროგრამის მონაწილეებისთვის მოქალაქეობის მიღების გრძელ გზაზე და ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების გაუქმებაზე.
Facebook Forum