ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერა, რომელიც ერთ-ერთი საემიგრაციო პროტგამის "დაკას" გაუქმებას გულისხმობს.
სექტემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პროგრამა “დაკას” გაუქმების შესახებ გასცა ბრძანება. “დაკა” პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა. ტრამპმა კონგრესს ახალი განკარგულების დასამტკიცებლად 6 თვის ვადა მისცა, ანუ კონგრესმა მათი ბედი 2018 წელის მარტამდე უნდა გადაწყვიტოს.
კალიფორნიის შტატის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა და დააკმაყოფილა კონკრეტულ პირთა ჯგუფისა და
ინსტიტუციების სარჩელი, მათ შორის, კალიფორნიის უნივერსიტეტისაც. ამ ჯგუფებმა ხელისუფლებას სასამართლოში სწორედ „დაკას“ გაუქმების გამო უჩივლეს.
სასამართლოს განჩინებით, მოსარჩელეებმა დაამტკიცეს, რომ მათ ამ გადაწყვეიტლების შედეგად შეიძლება "სერიოზული და შეუქცევადი ზიანი" მიადგეთ და რომ პროგრამის გაგრძელება საჯარო ინტერესებს ემსახურება. სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან მოსამართლის განმარტებით, ეს საკითხი ამერიკის ყველა შტატსა და ტერიტორიას ეხება.
Facebook Forum