როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განკარგულება საიმიგრაციო პროგრამა “დაკას” გაუქმების შესახებ გამოსცა. “დაკა” პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.
ტრამპმა კონგრესს ახალი განკარგულების დასამტკიცებლად 6 თვის ვადა მისცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა გააკეთა, რითაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მოქმედ შეღავათებს წერტილი დაესვა. “დაკა ანულირებულია” - განაცხადა დღეს ვაშინგტონში შეკრებილ ჟურნალისტებთან ჯეფ სეშენსმა.
Facebook Forum