პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, გადახედავს გადაწყვეტილებას, რათა დაასრულოს „დაკას“ სახელით ცნობილი პროგრამა, რომელიც 800 ათასამდე ახალგაზრდა უდოკუმენტო იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.
ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რომლითაც ითქვა, რომ ქვეყანაში ბავშვობის ასაკში შემოყვანილი პირების მიმართ მოქმედების გადავადების პროგრამაზე განცხადებები აღარ მიიღება, ტრამპმა „ტვიტერით“ გაავრცელა - „ახლა კონგრესს 6 თვე აქვს, რათა ეს პროგრამა, ე.წ. „დაკა“ დააკანონოს, თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, მე ამ საკითხს გადავხედავ!“
კონგრესის მოქმედება გარკვეული არ არის. საიმიგრაციო პოლიტიკის საფუძვლიან გადასინჯვას, კანონმდებლები წლების განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდნენ. ობამას პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში, სენატმა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადად დემოკრატების მიერ კონტროლდებოდა, საიმიგრაციო პოლიტიკის დიდი ცვლილებები მიიღო, მაგრამ კანონპროექტები რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა.
პროგრამის შეწყვეტის გადაწყვეტილებამ, ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ხუთი წლის წინ გამოცემული საპრეზიდენტო განკარგულება გააუქმა.
Facebook Forum