მინსკის სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა ბელარუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც სოციალურ მედიაში ანტისამთავრობო აქციებს აშუქებდა. ავტორიტარული მმართველი ალექსანდრ ლუკაშენკო აგრძელებს განსხვავებული აზრის მკაცრ ჩახშობას, რომელიც 2020 წლის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნებმა წარმოშვა.
ადამიანის უფლებების ცენტრმა „ვიასნამ“ (გაზაფხული) განაცხადა, რომ 16 ნოემბერს, მინსკის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ვლადისლავ მარცინოვიჩს მსჯავრი დასდო „ეროვნული უსაფრთხოების დასაზიანებლად გამიზნული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებების“ გაკეთებისთვის.
მარცინოვიჩის მიმართ ბრალდება, 2020 წლის შემოდგომაზე მის ონლაინ აქტიურობას დაეფუძნა. კერძოდ, მას ბრალდება სოციალური მედიის პლატფორმაზე „ტელეგრამი", ე.წ. „თეთრი მანტიების“ არხის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ჟურნალისტი საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტებს აშუქებდა.
მარცინოვიჩი გასული წლის ნოემბერში დააპატიმრეს. მან თავდაპირველად ბრალდება უარყო, მაგრამ სექტემბერში დათანხმდა და თავი დამნაშავედ ცნო. ბევრს სჯერა, რომ აღიარება იძულებით მოხდა და ბელარუსის უფლებადამცველმა ჯგუფებმა მარცინოვიჩი პოლიტპატიმრად აღიარეს.
Facebook Forum