ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი სოციალური მედიის არხებს "ექსტრემისტულად" აცხადებს


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის სამ ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ სოციალური მედია არხებს "ექსტრემისტული ორგანიზაციის" კლასიფიკაცია მიანიჭა.

გასულ წელს, მაგალითისთვის, "ტელეგრამა" აქტიურად გამოიყენებოდა ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების როგორც ორგანიზებისთვის, ისე პოლიციის ძალადობრივი დარბევის კადრების გასავცრცელებლად.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ადამიანების ჯგუფი, რომელიც "ტელეგრამის" მეშვეობით მსგავს საქმიანობას ეწეოდა, ექსტრემისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს და კრძალავს ამ ჯგუფის საქმიანობას,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

წარსულში, ყველას, ვინც "ტელეგრამის" ერთ-ერთ არხზე "ნექსტა" გააზიარებდა ცნობას, 30 დღით დაკავების ცენტრში ყოფნას, ან ჯარიმას აკისრებდნენ. თუმცა, ახლანდელი აკრძალვით, ნებისმიერ ხელმომწერს ამ არხზე, პოტენციურად, შესაძლოა 7 წელი მიესაჯოს ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო.

მასობრივი საპროტესტო აქციები ბელარუსში შარშან დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზეზით. მას შემდეგ, ბელარუსში ათობით ათასი ადამიანი დააკავეს, უფლებადამცველები კი 800 პოლიტიკური პატიმრის შესახებ საუბრობენ ბელარუსის ციხეებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG