ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა უარყოფს კადიროვის განცხადებას, თითქოს რუსეთმა მორიგი სასაზღვრო სოფელი აიღო


Ramzan Kadırov
Ramzan Kadırov

ორშაბათს, ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა უარყო ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადება, რომ რუსულმა ძალებმა, ჩეჩნეთში დაფუძნებული სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურობით, კონტროლი დაამყარა ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე საზღვრისპირა სოფელზე.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების მიერ სუმის რეგიონში, რიჟივკაზე კონტროლის აღებას, ახმატ-ჩეჩნეთის ქვედანაყოფი ხელმძღვანელობდა.

"მასშტაბურად დაგეგმილმა წინსვლამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა უკრაინულ მხარეს, რომელიც იძულებული გახდა უკან დაეხია", - თქვა კადიროვმა.

თუმცა, სუმის ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური ზარკომ, ორშაბათს, რუსული ჯარების რიჟივკაში ყოფნა უარყო.

ანდრი კოვალენკომ, უკრაინის მთავრობის დეზინფორმაციასთან დაპირისპირების ცენტრის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" დაწერა, რომ რუსული ძალები ცდილობდნენ უკრაინის თავდაცვის გამოცდას რიჟივკას ფრონტზე. თუმცა, სიტუაციას უკრაინული ძალები აკონტროლებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ამასთან დაკავშირებით, განცხადება არ გამოუქვეყნებია.

უკრაინის არმიამ, ბოლო კვირების განმავლობაში, გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სუმის რეგიონის გარშემო რუსული ძალების მობილიზება გაძლიერდა და საშიშ ნიშნულს მიაღწია.

მაისში, კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ათობით ათასობი ჯარისკაცი, უკრაინაში რუსეთისთვის საბრძოლველად მზად იყო და რომ დაახლოებით 43,500 ჯარისკაცი უკვე მსახურობს უკრაინის წინააღმდეგ რუსულ ჯარში.

XS
SM
MD
LG