რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე, უკრაინამ სარაკეტო იერიშები მიიტანა. ოფიციალური კიევის ცნობით, მათი სამიზნე ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემები იყო.
კიევის ცნობით, დანარკარგები, რომელიც რუსეთმა იერიშების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ვერც ერთი რაკეტა მტრის უაღრესად ეფექტიანმა საჰაერო თავდაცვამ ვერ შეაჩერა“,- წერია კიევის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც „ტელეგრამ“ არხებში გავრცელდა.
კრემლს, ამ დრომდე, თავდასხმის შესახებ არაფერი უთქვამს, მათ უპასუხოდ დატოვეს საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ კითხვებიც.
ყირიმი უკრაინის ტერიტორიული ერთეულია და მისი ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, მას შემდეგ კონტროლს კუნძულზე მოსკოვი ახორციელებს. 2022 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ყირიმი არაერთხელ იქნა გამოყენებული უკრაინული ქალაქების დასაბომბად.
ნახევარკუნძულს უკრაინა ეტაპობრივად უტევს, შეტევები ხშირად არის ეფექტიანი, რის გამოც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა არაერთი მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.
Facebook Forum