ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი და მაკრონი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს


აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, დაბრუნდეს ევროატლანტიკურ გზაზე და ამით, მმართველმა პარტიამ პატივი სცეს ქართველი ხალხის სურვილებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, მტკიცედ დაადასტურეს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებისადმი ერთგულება და აცხადებენ, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

„შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით, მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, მმართველ პარტიას, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა, საფრანგეთში გამართული ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ "შეერთებული შტატები და საფრანგეთი, მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა ხალხების საკეთილდღეოდ."

XS
SM
MD
LG