ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში უკრაინული დრონების იერიშმა მიწისძვრის მსგავსი სიმძლავრის აფეთქება გამოიწვია


აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი ტოროპეცში, რუსეთის ტვერის ოლქში. 18 სექტემბერი, 2024 წ. ფოტოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი ტოროპეცში, რუსეთის ტვერის ოლქში. 18 სექტემბერი, 2024 წ. ფოტოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

18 სექტემბერს რუსეთის ტვერის ოლქში უკრაინული დრონებით მიტანილმა ფართომასშტაბიანმა იერიშმა, მიწისძვრის სიმძლავრის მსგავსი აფეთქება გამოიწვია. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, დრონების სამიზნე იარაღის საცავი იყო. რუსი ბლოგერებისა და რუსული მედიის ნაწილის ცნობით, ახლომდებარე ქალაქ ტოროპეცში ევაკუაცია გამოცხადდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მიწისძვრაზე დაკვირვების სადგურებზე მდებარე სენსორებმა მცირე ზომის მიწისძვრის სიგნალებად აღიქვეეს. რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქება "ნასას" კოსმოსურმა თანამგზავრებმაც დააფიქსირეს.

მალევე, სოციალურ მედიაში გადაუმოწმებელი ვიდეო და ფოტოები გავრცელდა, სადაც იარაღის საცავის თავზე, ღამის სიბნელეში, ცეცხლის უზარმაზარი ბურთი ჩანს და ზედიზედ რამდენჯერმე ისმის ძლიერი დეტონაციის ხმა. ტვერის ეს ნაწილი მოსკოვიდან, ქვეყნის დედაქალაქის დასავლეთით, 380 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას, ტვერის ოლქის გუბერნატორმა იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინული დრონები ჩამოაგდო. მისი თქმით, შედეგად, ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე იქვე მცხოვრები ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ სად გაჩნდა ხანძარი და რა იწვოდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით შუადღისთვის, რუდენიამ განაცხადა, რომ ტოროპეცში ვითარება სტაბილურია და რომ ევაკუირებულ მოსახლეობას შეუძლია შინ დაბრუნდეს. ტვერის ოლქის გუბერნატორის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია და მსხვერპლი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG