ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მცურავი ნაღმები, დაავადებები, საშიში ქიმიკატები - ვითარება კახოვკის კაშხლის ჩამოშლის შემდეგ


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ოლექსანდრ კუბრაკოვი, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ, მცურავი ნაღმების, დაავადებების და საშიში ქიმიკატების საფრთხეზე საუბრობს. მდინარე დნიპროზე მდებარე ქალაქ ხერსონში ჩასულმა,კუბრაკოვმა თქვა, რომ კაშხლის ჩამოშლის შედეგად, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაუელბს, 80-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

მიუხედავად იმისა, რომ კაშხლის აფეთქებას უარყოფს, მოსკოვი უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების კამპანიას უკვე თვეებია ახორციელებს. კიევი აცხადებს, რომ შედეგად სხვა კაშხლების ინფრასტრუქტურაც დაზიანებულია.

პრემიერ მინისტრის მოადგილემ, გაიმეორა კიევის ბრალდება და კაშხლის ჩამონგრევაში მოსკოვი დაადანაშაულა. „მათ ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ფრონტის ხაზის ამ ნაწილის დატბორვით, ამ მიმარულებით ჯარები გაეთავისუფლებინათ“, - თქვა კუბრაკოვმა.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ეს კონტრშეტევიდან ყურადღების გადასატანად გააკეთა.

რეგიონის გუბერნატორმა, ოლექსანდრ პროკუდინმა თქვა, რომ ხერსონის ზოგიერთ ადგილზე წყლის სიღრმემ 5,34 მეტრს მიაღწია. თუმცა, მისი თქმით, დონის ზრდა შენელდა და შესაძლოა პიკს ოთხშაბათს მიაღწიოს.

უკრაინის ხელისუფლებამ, მოსახლეობის ევაკუაცია 24 დატბორილი დასახლებიდან განახორციელა. სულ მცირე 20 დასახლება დაიტბორა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო ძალები, ხალხის ევაკუაციას არ ახორციელებს“, - თქვა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ. კუბრაკოვი გაეროს და წითელ ჯვარს მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორაზე მყოფი, წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციაში დაეხმარნონ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ხერსონში 279 000 ადამიანი ცხოვრობდა. ომის დაწყებიდან რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ქალაქი რუსული ძალების მიერ სრულად ოკუპირებული იყო.

XS
SM
MD
LG