რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში ქალაქ დონეცკში რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი და პრორუსი ოფიციალური პირი დაიჭრა. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის ცნობით, ისინი მაშინ დაშავდნენ, როცა უკრაინამ დონეცკზე იერიშები მიიტანა.
არსებული ინფორმაციით, როგოზინი დონეცკში სამხედრო რჩევების მისაცემად იმყოფებოდა.
დონცკს რუსი სამხედროები აკონტროლებენ და ის დონბასის რეგიონის ნაწილია სადაც მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის. კრემლმა დონბასის რეგიონის ანექსია ამ წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. გამოცემა „ტასის“ ცნობით დიმიტრი როგოზინის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
დიმიტრი როგოზინი წლების განმავლობაში იყო რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი, მან თანამდებობა ივლისში დატოვა, მას შემდეგ რაც მის სააგენტოს სანქციები დაუწესეს.
ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი დაშავებულის შესახებ ის ვიტალი ხოცენკოა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. დონეცკში იმყოფებოდნენ რუსი პარლამენტარებიც, თუმცა არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ისინი ვარაუდობენ, რომ თავდამსმელებს ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდნენ ისინი და იერიში მათი მტკიცებით განხორციელდა მაღალი სიზუსტის იარაღიდან.
Facebook Forum