თეთრმა სახლმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულების ხაზგასმით აღსანიშნად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მოიწვია. პრეზიდენტი ბაიდენი 21 დეკემბერს, თეთრ სახლში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიღებას გეგმავს, რის შემდეგაც პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინისადმი მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის საჩვენებლად, კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს. "სამასი დღის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმა დაიწყო. ამის პასუხად, პრეზიდენტმა ბაიდენმა მსოფლიო გააერთიანა, რათა დახმარებოდნენ უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას იცავს. ვიზიტის დროს, პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უსაფრთხოებაში დახმარების ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში დაეხმარება. ვიზიტი ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას, იმდენ ხანს დაეხმაროს უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნება, მათ შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების უზრუნველყოფით,“ ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებაში.