21 დეკემბერს, შეერთებული შტატების სენატმა რუსეთში ამერიკის ახალი ელჩი დაამტკიცა. ლინ ტრეისი პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ თანამდედობაზე სექტემბერში წარადგინა.
ტრეისი ხანგრძლივი კარიერის მქონე ამერიკელი დიპლომატია და ის პირველი ქალი იქნება, რომელიც რუსეთში ამერიკის დიპლომატიურ მისიას და კორპუსს უხელმძღვანელებს. ის ბოლო დიპლომატიურ მისიაზე ერევანში იმყოფებოდა. ტრეისის სომხეთში ელჩის პოზიცია ეკავა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეთაურმა ბობ მენენდესმა აღნიშნა, რომ ამერიკას ესაჭიროება ელჩი რუსეთში, განსაკუთრებით ახლა - უკრაინაში მიმდინარე ომის მე-10 თვეში.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუ როდის შეუდგება ტრეისი მოვალეობის შესრულებას. ის ქვეყანაში ჯერ რუსეთმა უნდა მიიღოს. სენატში მისი ნომინაციის განხილვისას, ტრეისიმ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთზე დაკისრებული სანქციების პოლიტიკას.
რამდენიმე საათში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის კონგრესის გაერთიანებულ სესიას პირადად მიმართავს.