ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსს არ შეუძლია რუსეთის გარეშე - ლუკაშენკო


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა ბელორუსმა კოლეგამ, ორშაბათს ხაზის გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირებს. 2019 წლის შემდეგ, პუტინი მინსკს პირველად ეწვია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ თითქმის არ უხსენებიათ უკრაინაში მიმდინარე ომი.

რუსულმა ძალებმა ბელარუსი თებერვალში, უკრაინის დედაქალაქ კიევზე უშედეგო თავდასხმისთვის გამოიყენა. ამასთან, ლუკაშენკო პუტინს რთავს ნებას, ომის დროს მისი ქვეყანა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.

მინსკში, ორმა ლიდერმა "უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიასა და უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციაში, კერძოდ [უკრაინის] ტერიტორიაზე, ბელარუსის შეიარაღებული ძალების უფრო ფართო ჩართულობაზე ისაუბრა" - აცხადებს უკრაინის გაერთიანებული ზალების მეთაური, სერხი ნაევი.

თუმცა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიწვეული ჟურნალისტებიდან არც ერთს, ომის შესახებ ლიდერებისთვის კითხვა არ დაუსვამს. ლუკაშენკომ მანამდე არაერთხელ თქვა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება.

ლიდერებმა, თავის მხრივ, თავიანთ გამოსვლაში ორ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს შორის მჭიდრო ეკონომიკურ, სავაჭრო და თავდაცვით ურთიერთობებზე ისაუბრეს. ბელარუსსა და რუსეთს ბუნდოვანი, "მოკავშირე“ სახელმწიფოების სტატუსი აკავშირებს.

ბელარუსის ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლები ძირითადად დაპატიმრებულნი არიან, ან ქვეყანა იძულებით აქვთ დატოვებული, მცოცავი რუსული ანექსიის შესახებ საუბრობს. ამასთან, ხედავენ საფრთხეს, რომ შესაძლოა მინსკი რუსეთმა "შთათქოს". როგორც ლუკაშენკო, ასევე პუტინი, ამ შესაძლებლობას უარყოფს.

„რუსეთს ვინმეს შთანთქმის ინტერესი არ აქვს “, – განაცხადა პუტინმა. „ეს უბრალოდ მიზანშეწონილი არ არის... ეს არ არის ხელში ჩაგდება, ეს არის [ორ ქვეყანას შორის] პოლიტიკური სიახლოვის საკითხი “.

"ორიონის მწვერვალი" - ასე შეაფასა ვლადიმირ პუტინის ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. ამ განცხადებას აკეთებს "ლიდერი, რომელიც ამ მომენტში ცდილობს ძალადობრივი გზით დაიკავოს მეორე, მშვიდობიანი კარის მეზობელი" - განაცხადა ნედ პრაისმა.

პრაისის თქმით, ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს, გაუწევს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინს და ამას შეერთებული შტატები "შესაბამისად" უპასუხებს.

ლუკაშენკომ, რომელიც ერთ დროს პუტინს „უფროს ძმას“ უწოდებდა, რუსეთი შეაქო როგორც მეგობარი, რომელმაც „ხელი გაუწოდა“ მის ქვეყანას და მინსკს ნავთობსა და გაზს შეღავათიან ფასებში აწვდიდა.

„რუსეთს შეუძლია ჩვენ გარეშე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის გარეშე“, - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი და ლუკაშენკო მიმდინარე წლის განმავლობაში ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს მინსკში პუტინის პირველი ვიზიტი იყო. ბოლოს პუტინი მინსკში კოვიდ-19 პანდემიამდე და პროდემოკრატიული პროტესტის ტალღამდე იმყოფებოდა, რომელიც ლუკაშენკომ კრემლის ძლიერი მხარდაჭერით ჩაახშო.

დაშვება, რომ საკუთარი პოზიციების შენარჩუნებისთვის, ლუკაშენკო პუტინზეა დამოკიდებული, კიევში აჩენს შიშებს, რომ პუტინი მასზე ზეწოლას მოახდენს, რათა მინისკი ახალ სახმელეთო იერიშში ცაერთოს და უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას.

უკრაინის გენშტაბს ხელმძღვანელმა, ვალერი ზალუჟნიმ გასულ კვირას გამოცემა „ეკონომისტს“ განუცხადა, რომ რუსეთი აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან, ან თუნდაც ბელარუსიდან შესატევად, 200 000 ჯარისკაცს ამზადებს.

მოსკოვმა და მინსკმა ბელარუსში, რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ, ერთობლივი სამხედრო ნაწილი შექმნეს და არაერთი წვრთნა ჩაატარეს. გასულ კვირას, ბელარუსში, სამი რუსული სამხედრო და სადესანტო თვითმფრინავი განლაგდა.

მინსკი მოსკოვის დასახმარებლად
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:06 0:00

მაგრამ, კრემლის სპიკერმა, მინსკში პუტინის ვიზიტამდე გაკეთებულ განცხადებში თქვა, რომ "სულელური და უსაფუძვლო ფაბრიკაციაა" საუბარი იმის შესახებ, რომ მოსკოვს შესაძლოა მინსკის კონფლიქტში ჩართვა სურს.

პუტინსა და ლუკაშენკოს შორის პირისპირ შეხვედრას წინ უსწრებდა უფრო ფართო შეხვედრა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

ბელარუსის ლიდერმა თქვა, რომ მხარეები რუსული გაზის მიწოდების ახალ ფასზე შეთანხმდნენ, მაგრამ მან უარი თქვა დეტალების გასაჯაროებაზე იქამდე, ვიდრე საკითხს მისი მთავრობა არ განიხილავს.

მან მადლობა გადაუხადა პუტინს დაპირების შესრულებისთვის, ბელარუსის რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების განახლებისთვის და ბელარუსისთვის ატომური შესაძლებლობების მქონე „ისკანდერ-მ“ ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გადაცემისთვის.

”თქვენ გადადგით გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ბელარუსის უსაფრთხოების დასაცავად“ - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG