ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. ვაშინგტონში ჩამოსვლა ზელენსკისთვის პირველი ვიზიტია უკრაინის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

„უკრაინელი ხალხი აგრძელებს მსოფლიოსთვის შთაგონების მიცემას“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ”ისინი არა მხოლოდ ჩვენ გვაძლევენ შთაგონებას, არამედ მთელ მსოფლიოსაც, მათი სიმამაცით და იმით, თუ როგორ აირჩიეს გამძლეობა და სიმტკიცე საკუთარი მომავლისთვის”.

ვოლოდომირ ზელენსკი ვაშინგტონშია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:21 0:00

ამერიკელი ხალხი ამ დროის გამნამვლობაში "ამაყად დგას" უკრაინელების გვერდით, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

„დემოკრატები და რესპუბლიკელები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროპაში, იაპონიასა თუ სხვა ადგილებში, [მუშაობენ] რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ იღებთ თვენთვის საჭირო ფინანსურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოები დახმარებას“, - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ერად არსებობის უფლებაზე ამ სასტიკი თავდასხმიდან“ 300 დღე გავიდა.

ზელენსკიმ, რომელმაც ნაწილობრივ ინგლისურად ისაუბრა, პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა ორპარტიული მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, „ჩემი გულიდან, უკრაინელების, ყველა უკრაინელის გულიდან“ მადლობა მხარდაჭერისთვის.

”მადლობა ჩვენი რიგითი ხალხისგან თქვენს რიგით ხალხს, ამერიკელებს,” - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენს სამხედრო დამსახურებისთვის მედალი გადასცა, რომელიც მასთან ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარსიკაცმა ბახმუტიდან გამოატანა. ის ამერიკის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსის“ ბატარეის კაპიტანია. მედლის მიღებისას ბაიდენმა თქვა, რომ ეს იყო "დაუმსახურებელი, მაგრამ ძალიან დაფასებული" საჩუქარია.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს დახმარების ახალი პაკეტისთვის, მათ შორის „პატრიოტის“ ტიპის ანტისაჰაერო სისტემის მიწოდებისთვის და თქვა, რომ ეს "მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცის შესაქმნელად".

სამშაბათს საღამოს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ზელენსკის ვიზიტს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რაც იძლევა შესაძლებლობას „ხაზგასმით აღვნიშნო შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება უკრაინის მიმართ“.

XS
SM
MD
LG