ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ შავ ზღვაში რუსული ტანკერი დააკავა


უკრაინულმა მხარემ შავ ზღვაში რუსული ტანკერი დააკავა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უკრაინას აფრთხილებს, რომ ამას მალე თავისი შედეგები მოჰყვება, თუკი ეკიპაჟის რუსი წევრები "ტყვედ იქნებიან აყვანილნი"

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათ ის ტანკერი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ნოემბერში, სამი უკრაინული ტანკერის დაკავების ოპერაციაში. რუსეთმა 24 უკრაინელი მეზღვაური ნოემბერში ქერჩის სრუტეში დააკავა და ისინი დღემდე რუსულ საპატიმროში რჩებიან.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ოპერაცია უკრაინული ხომალდების ქერჩის სრუტიდან ყირიმის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად იყო მიმართული.

უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსული ტანკერი, სახელად "ნეიმა" მაშინ დააკავეს, როდესაც ის პორტ "ისმაილ"-ში, ოდესის სამხრეთ ნაწილში შევიდა. უკრაინულმა მხარემ ბორტზე მყოფებს დოკუმენტები და კუთვნილი ნივთები ჩამოართვა და ეკიპაჟის წევრები დაკითხა. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ტანკერის სახელი შეცვლილია იმ მიზნით, რომ ნოემბრის ინციდენტში მისი მონაწილეობა დამალულიყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა მოსალოდნელი შედეგების შესახებ უკვე გააფრთხილა. თუმცა, ამ თვის დასაწყისში ორივე მხარის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი იმ საბაზისო პირობების შემუშავებაზე მუშაობდნენ, რის შედეგადაც პატიმართა მნიშვნელოვანი გაცვლა უნდა მომხდარიყო. მათ შორის უკრიანელი მეზღვაურებისაც. მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ გაცვლა შესაძლოა აღარ მოხდეს, ან გადაიდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG