კრემლი აცხადებს, რომ ის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უპასუხებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუმცა არ დაკონკრეტებულა რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.
ევროკავშირმა პარასკევს რუსეთის დამატებით 5 მოქალაქეს დაუწესა სანქციები აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო. მათ შორის არიან უსაფრთხოების სამსახურების მაღალი რანგის წარმომადგენლები და სამხედრო მეთაურები, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინული გემებისთვის პორტებში შესვლაში ხელის შეშლაში სდებს ბრალს.
ევროკავშირის განცხადება დროში ემთხვევა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის 5 წლისთავს.
გასულ კვირას ევროკავშირთან ერთან რუსეთს ერთობლივი, კოორდინირებული სანქციები დაუწესეს შეერთებული შტატებმა და კანადამაც. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ერთობლივი სანქციების ახალი რაუნდის მიზეზია “რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” და ისინი უწესდება “ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან გაუმართლებელ თავდასხმას სამ უკრაინულ გემზე.”
"რუსული მხარე ევროკავშირის მხრიდან ამ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განმარტა: "ევროკავშირი ამტკიცებს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია და გამოიყენა გაუმართლებელი ძალა, ეს ყველაფერი სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება", - ვკითუხლობთ სამინისტროს განცხადებაში.
Facebook Forum