ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვოლკერი: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელები


ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში კურტ ვოლკერი, რომელსაც „ამერიკის ხმას“ ორშაბათს ესაუბრა, ამბობს, რომ რუსეთმა შობამდე ან ახალ წლამდე უნდა გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული მეზღვაურები.

ვოლკერმა თქვა, რომ აშშ და მისი დასავლეთის მოკავშირეები სხვადასხვა სცენარს იხილავენ, აზოვის ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების თავიდან ასაცილებლად. „ჩვენ არ ვიღებთ და არ მივიღებთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას“- ამბობს ვოლკერი. მისი თქმით, „ყირიმის მიმდებარედ, ტერიტორიული წყლები რუსეთს არ ეკუთვნის“.

ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გაუქმება „სწორი ნაბიჯი იყო რუსეთისთვის აშშ-ის შეშფოთების საჩვენებლად, აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო". მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „იყენებს საკუთარ მოქმედებებს უკრაინაში, მომავალ უკრაინის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად". შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის მარტში იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG