„მცოცავი ოკუპაცია“ საქართველოში, ყირიმის ანექსია, შეჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და სეპარატისტების მხარდაჭერა, დაპირისპირება აზოვის ზღვაში - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ეს მოვლენები ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
რუსულ მხარეს ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში ერთი უკრიანული პორტიდან მეორეში მიმავალი უკრაინული ხომალდები და იქ მყოფი მეზღვაურები. უკრაინა რუსეთს პროვოკაციაში და ვითარების განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებს, კიევის ცნობით, რუსული სანაპირო დაცვის ხომალდი უკრაინულ გემებს ქერჩის სრუტესთან შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა მათ. დაიჭრა 6 სამხედრო. ისინი და კიდევ 20-ზე მეტი მეზღვაური კვლავ რუსულ მხარეს ჰყავს დაკავებული. მოსკოვი კი უკრაინელ მეზღვაურებს ადანაშაულებს რუსეთის სუვერენიტეტის დარღვევაში და არავითარ პასუხისმგებლობას არ ცნობს. უკრიანის რამდენიმე რეგიონსა და ოლქში საომარი ვითარებაა გამოცხადებული.
დასავლელმა ლიდერებმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდეს, პრეზიდენტმა ტრამპმა რუს კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა "ვითარების გარკვევამდე" გადადო, თუმცა ექსპერტები ვაშინგტონში უფრო მკაცრი ქმედებების მომხრენი არიან, ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს კრემლის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს იმ სცენარის ნაწილია, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე შეიმჩნეოდა. ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთს მაშინ გაცილებით მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონოდა.
"მე მტკიცედ მჯერა: ჩვენ, რომ მოსკოვი დაგვესაჯა 2008 წელს საქართველოში შეჭრისთვის, ახლა არც ყირიმის წართმევის მოწმენი ვიქნებოდით, არც იმ მცოცავი რუსული მოძრაობებისა, რომლებსაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს", - ამბობს ჯონ ჰერბსტი, "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი. მისი აზრით, არსებობს დინამიკა, რომლის შედეგადაც უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ამერიკამ გადაწყვიტა უკრიანისთვის ჯაველინების - ლეტალური ჯავშანსაწინააღმდეგო ტექნიკის მიწოდება და ა.შ. ჰერბსტის თქმით, ამავე პროცესების კვალდაკვალ, შესაძლოა კონგრესის შემადგენლობის განახლებასთან ერთად, ახალი სანქციებიც ვიხილოთ.
"ამერიკა-რუსეთის ფონდის" პრეზიდენტი სელესტ უოლენდერი, რომელიც წლების მანძილზე ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთ-ევრაზიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ კრემლი უნდა დასჯილიყო კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო.
"საქართველოში შეჭრის შემდეგ კრემლი ნამდვილად დაუსჯელი დარჩა და ასევე დაინახა, რომ პატარა ტაქტიკური ნაბიჯებითა და ამგვარად, თანთანობით სტატუს-ქვოს შეცვლით შეუძლია სასჯელს თავი აარიდოს. მართალია საერთაშორისო საზოგადოება ოფიციალურად არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ მოსკოვი არ დაისაჯა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის სუვერენულ ნაწილებს აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად და მათ ისე ეპყრობა, თითქოს დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ", - ამბობს უოლენდერი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
"ამერიკა-რუსეთის ფონდის" პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრემლი იმეორებს ქმედებებს, რომელთა გამოც არ დაისაჯა. მისი აზრით, დასავლეთს უფრო მკაცრი და თანმიმდევრული პოზიციები უნდა ეჩვენებინა 2008 წლის შემდეგ:
"მათ ისწავლეს, რომ თუკი ასე, მოთმინებით, ნელ-ნელა, დღითი დღე, და რადარს მიღმა იმოქმედებენ, შეიძლება უპირატესობა ჰქონდეთ. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ შეცდომა დაუშვა და პასუხი უნდა ყოფილიყო მეტად ფოკუსირებული, თანმიმდევრული და ეს საკითხი უნდა შეენარჩუნებინათ პრიორიტეტებში. იმედია, ამ გაკვეთილს ვისწავლით და უკრაინის შემთხვევაში მაინც გამოვიყენებთ", - ამბობს სელესტ უოლენდერი.
რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინმა დასავლელი ლიდერებისგან არა ყოყმანი და უთანხმოება, არამედ თანმიმდევრული და მტკიცე პასუხები უნდა მიიღოს. და თუ ეს ასე არ მოხდა, ეს მას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, ამერიკელი ანალიტიკოსები მიზნობრივი სანქციების გაძლიერებას ემხრობიან.
ესაა რუსეთის ქმედებების სერიის ნაწილი, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც აქამდეც მიუღებელი იყო, მაგრამ დასავლეთისგან უპასუხოდ რჩებოდა. არის ეტაპი, როდესაც ამას უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რათა აღარ მივიღოთ ახალი ტერიტორიების ანექსია.ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე
„ვისურვებდი, რომ ამ ზომების მიღება ახლავე დაიწყოს. საკუთრივ, ეს ერთი ინციდენტიც კი გაცილებით დრამატულია, ვიდრე სხვები", - ამბობს ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე და დასძენს: "ესაა რუსეთის ქმედებების სერიის ნაწილი, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც აქამდეც მიუღებელი იყო, მაგრამ დასავლეთისგან უპასუხოდ რჩებოდა. არის ეტაპი, როდესაც ამას უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რათა აღარ მივიღოთ ახალი ტერიტორიების ანექსია.“
კიდევ ერთი საკითხი, რაც ანალიტიკოსებს აშფოთებთ, უკრაინაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია. სელესტ უოლენდერი ამბობს, რომ მოსკოვის მიზანი კიევში "კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი" ძალების გაძლიერებაა. "ამის ერთ-ერთი გზა კი არის არასტაბილურობის, შიშისა და გაურკვევლობის განცდის შექმნა, ატმოსფეროსი, რომელშიც გაუგებარია, მოსალოდნელია თუ არა რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელება".
მკვლევარები ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები უნდა გაფართოვდეს და გამკაცრდეს. „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია, ფიქრობს, რომ რუსეთზე დიპლომატიური წნეხი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს:
"ვფიქრობ, დამატებითი სანქციები და სხვა დიპლომატიური ნაბიჯებია საჭირო. ასევე დგას კითხვა, ხომ არ უნდა გადაიხედოს მისნკის შეთანხმება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები, დავაწესოთ ისინი ბანკებსა და იმ არხებზე, რომელთა მეშვეობითაც პუტინთან დაახლოებული გავლენიანი პირები ახერხებენ დასავლეთის ქალაქებში ინვესტირებას, იქნება ეს მაიამის, ნიუ-იორკისა თუ ლონდონის უძრავი ქონების ბაზარი. უნდა ვაიძულოთ რუსეთი დათანხმდეს დიპლომატიურ შეთანხმებას,
ვამზადებთ დამატებით სანქციებს, სხვა დიპლომატიურ ნაბიჯებს, და კითხვაა მინსკის პროცესი უნდა გადაიხედოს თუ არა, ვფიქრობ ვპოპლკერი არის სანდო და იცის, უნდ ამივაწვეთ მეტად რუსებს, იმისთვის რომ მივიღოთ დიპლომატიური შეთანხმება, უნდა შევწყვიტოთ რეაქციებს შორის პასიურად ყოფნა, უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა, და არ ვიყოთ პასიურები ამა თუ იმ მოვლენაზე რეაგირებებს შორის. ამ საქმისკენ დიდი პოლიტიკური ძალისხმევა უნდა მივმართოთ", - ამბობს დენიელ ფრიდი.
Facebook Forum