ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ვოვჩანსკისთვის ბრძოლაში არიან "ჩაფლულნი"


უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე კვლავ მწვავე შეტაკებები გრძელდება. რუსეთის ჯარი ისევ ცდილობს სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკის აღებას.

10 მაისიდან მოყოლებული, უკრაინა ცდილობს რუსეთის ქვეითი საჯარისო ნაწილების იერიშების მოგერიებას ხარკივის რგიონში. ეს ბოლო 18 თვის განმავლობაში მოსკოვის ყველაზე დიდი ტერიტორიული წინსვლაა.

"თავდაპირველი წარმატების შემდეგ, მტერი სრულადაა ჩართული და ჩაფლული ვოვჩანკსის ქუჩებში ბრძოლაში და შემტევ ბრიგადებში დიდი დანაკარგები აქვს", - ამბობს სირსკი. მისი თქმით, ბრძოლა ინტენსიურად გრძელდება კიდევ რამდენიმე ქალაქის, მათ შორის, ჩასივი იარის, პოკროვსკისა და კურახოვის ირგვლივ.

გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ახალი სახმელეთ იერიშის დაწყების გამო, ხარკივის რეგიონიდან 11 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

პარალელურად, უკრაინის რკინიგზის სახეელმწიფო კომპანიამ განაცხადა, რომ ხარკივის რეგიონში სარკინიგზო სისტემა არააერთი თავდასხმის სამიზნე გახდა, დაზიანებულია სატვირთო ვაგონები და ნაგებობები. "მტერი აგრძელებს მიზანმიმართულ მცდელობას, შეაჩეროს სარკინიგზო მოძრაობა ხარკივის რეგიონში", - ამბობს უკრაინის რკინიგზა "ტელეგრამზე".

ოფიციალური ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, 23 მაისს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში რუსეთის თავდასხმებს სულ მხირე, 7 ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ამასთან, ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაური ამბობს, რომ უკრაინამ გასული ღამის განმავლობაში ნახევარკუნძულზე საჰაერო იერიში განახორციელა, რომელსაც ორი "შემთხვევითი გამვლელის" სიცოცხლე ემსხვერპლა.

სინამდვილეში რამდენი რუსი ჯარისკაცია მოკლული ომში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:17 0:00

XS
SM
MD
LG