ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

7 დაღუპული და 20 დაშავებული - რუსეთი ხარკივზე თავდასხმას აგრძელებს


ხარკივის რეგიონული ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად, დასავლეთს უკრინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდება სთხოვა.

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა ხარკივზე თავდასხმა გააქტიურა, 10 მაისს კი სახმელეთო შეტევა დაიწყო. კიევის თქმით, რუსეთის შეტევა ახლა შეფერხებულია.

ხარკივის მიმდიებარე ქალაქ ლიუბოტინზე რუსეთის ბოლო თავდასხმის სამიზნე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იყო. კიევის განცხადებით, რუსეთმა 15 რაკეტა გამოიყენა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, 28 ადამიანი დაშავდა.

უკრაინა აცხადებს, რომ რაკეტები მიმდებარე, რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან გაისროლეს.

XS
SM
MD
LG