უკრაინის მთავრობამ წარმოადგინა შეთავაზება, რომელიც ბელარუსის 52 მაღალჩინოსანისთვის, მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკოს შვილის ვიქტორ ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. პარასკევს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ეს იქნება პერსონალური სანქციები.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანამხად სანქციების მოქმედების ვადა 3 წლით განისაზღვრება და ის მოიცავს, როგორც მოგზაურობის შეზღუდვას ასევე ფულად გადარიცხვებს. უკრაინის მთავრობის შედგენილი დოკუმენტის მიხედვით უნდა გაიყინოს ბელარუსელი 52 ოფიციალური პირის აქტივებიც.
დოკუმენტში სანქციების მოტივაციაზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და მას შემდეგ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამ დრომდე უცნობია კონკრეტული პირების ჩამონათვალი რომელსაც უკაინა სანქციებს დაუწესებს.
მთავრობის შედგენილ დოკუმენტში სახელი და გვარები დასახელებული არ არის თუმცა ნათქვამია, რომ სანქციები შეეხებათ პრეზიდენტის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, გენერალური პროკურატურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს.
სანქციების პაკეტი უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა და ის უკვე წარუდგინეს პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის და უსაფრთხოების საბჭოს. თუ საბჭო დოკუმენტს დაამტკიცებს სანქციები პრეზიდენტის ხელმოწერით ამოქმედდება.
უკვე ერთი წელია უკრაინამ რაც ბელარუსთან ურთიერთობები გაყინა და შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს, რომელიც ბელარუსს არჩევნების გაყალბებასა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო დაუწესეს.
არჩევნების გაყალბებიდან ზუსტად 11 თვის თავზე ალექსანდ ლუკაშენკო არჩევნებზე დარღვევებს უარყოფს. მეტიც ვაშინგტონისა და დასავლეთის მიერ დაწესებული არაერთი სანქციის შემდეგ, დიქატორმა ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტა. ბოლო სანქციები ბელარუსს დასავლეთმა „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ჟურნალისტ რომან პეტროსევიჩის გატაცების გამო დაუწესა.
ბელარუსში ამ დრომდე 530-ზე მეტი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. რამდენიმე დღის წინ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, პრეზიდენტობის კანდიდატს ვიქტორ ბაბარიკას. განაჩენის მოლოდინშია ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაიას ქმარიც. სერგეი ციხანოუსკის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Facebook Forum