ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი მინსკთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს


შეერთებულ შტატებში, ტრანსპორტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც წყვეტს შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის საჰაერო მოძრაობის უდიდეს ნაწილს. გადაწყვეტილება უკავშირდება ბელარუსის მიერ, „რაინეარის“ თვითმფრინავის, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიერთებოდა, მინსკში დაშვების იძულებას და დისიდენტი ბლოგერის, რამან პრატასევიჩის დაკავებას.

ბრძანებით, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა, იკრძალება ორ ქვეყანას შორის მგზავრობის ბილეთების გაყიდვა, ჰუმანიტარული და ეროვნული უსაფრთხოების გამონაკლისების გარდა.

ტრანსპორტის დეპარტამენტი აკრძალვის წინადადებით გასულ კვირას გამოვიდა. მის წინააღმდეგ არავინ წასულა. ვაშინგტონსა და მინსკს შორის პირდაპირი ფრენები არ სრულდება.

პრატასევიჩი ბელარუსმა სამართალდამცავებმა, მაისში დააკავეს, მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომხდარს „დაუშვებელი“ უწოდა და გამოძიების მოთხოვნაში საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG