ჩეხეთის რესპუბლიკა დათანხმდა ბელარუსის ოპოზიციის მიერ პრაღაში ოფიციალური ოფისი გახსნას. პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსში ოპოზიციის სასტიკ დევნას აგრძელებს.
„ბელარუსის ოპოზიციას აქვს და ექნება ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა“, განაცხადა „ტვიტერზე“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულჰანეკმა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაიას ვიზიტი პრაღაში.
ბელარუსის ოპოზიციას მსგავსი ოფისები უკვე აქვს ლიეტუვასა და პოლონეთში.
ამ ფონზე, ბელარუსმა 28 ივნისს ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტა. ლუკაშენკოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ მინსკმა ევროკავშირში საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია. სამინისტრომ ევროკავშირს მოუწოდა საკუთარი ელჩიც დააბრუნოს ბრიუსელში კონსულტაციებისთვის.
მინსკი ასევე აცხადებს, რომ ბელარუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამასაც ტოვებს, რომელშიც ბელარუსთან ერთად საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთ, მოლდოვა და უკრაინა შედის.
პასუხად, ევროკავშირმა განაცხადა, რომ წუხს ბელარუსის მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ეკონომიკურ ბლოკთან ურთიერთობის გაწყვეტა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად მოაქცევს იზოლაციაში და უარყოფით გავლენას იქონიებს ბელარუს ხალხზე.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ბელარუსს სანქციები მას შემდეგ დაუწესეს, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა "რაინეარის" რეისს მინსკის აეროპორტში არაგეგმიური დაშვება აიძულა და ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავა.
Facebook Forum