ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ძირითადი პოლიტიკური მოვლენები 1991 წლიდან დღემდე


ილუსტრაციაზე წარმოდგენილია ჭადრაკის დაფა უკრაინისა და რუსეთის დროშების ფონზე. სააგენტო "როიტერი".
ილუსტრაციაზე წარმოდგენილია ჭადრაკის დაფა უკრაინისა და რუსეთის დროშების ფონზე. სააგენტო "როიტერი".

რუსეთს უკრაინის საზღვრებზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა ჰყავს განლაგებული. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთი მოსკოვს ეკონომიკური სანქციების დაწესებით ემუქრება. კრემლი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს და დასავლეთისგან „უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს.

გთავაზობთ უკრაინის პოლიტიკური ისტორიის ძირითადი მოვლენების ქრონიკას მას შემდეგ, რაც კიევმა 1991 წელს, მოსკოვისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

  • 1991: ლეონიდ კრავჩუკი, უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერი, მოსკოვისგან დამოუკიდებლობას აცხადებს. რეფერენდუმსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე, უკრანელები დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ და კრავჩუკს პრეზიდენტად ირჩევენ.
  • 1994: კრავჩუკი საპრეზიდენტო არჩევნებში, ყოფილ კომუნისტთან, ლეონიდ კუჩმასთან დამარცხდა. მეტწილად სამართლიანი და თავისუფალი - ასე შეაფასეს დამკვირვებლებმა გამართული არჩევნები.
  • 1999: დარღვევებით დატვირთული კენჭისყრით, კუჩმა კვლავ აირჩიეს.
  • 2004: პრორუსი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტად გამოცხადდა. მაგრამ, ხმების გაყალბების შესახებ ბრალდებამ სამოქალაქო პროტესტი გამოიწვია, რასაც მოგვიანებით „ნარინჯისფერი რევოლუცია“ ეწოდა. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო, კენჭოსყრა ახლიდან გაიმართა. უკრაინამ პრეზიდენტად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პროდასავლელი ვიქტორ იუშჩენკო აირჩია.
  • 2005: უკრაინის რუსეთის ორბიტიდან, ნატოსა და ევროკავშირსკენ წაყვანის დაპირებით, იუშჩენკო ხელისუფლებაში მოდის. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრად ენერგეტიკული კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, იულია ტიუმოშენკო დანიშნა. მაგრამ, უკრაინის პროდასავლურ ბანაკში დაპირისპირების შემდეგ, ტიმოშენკო დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს.
  • 2008: ნატო უკრაინას ჰპირდება, რომ ერთ დღეს ის ალიანსის წევრი გახდება.
  • 2010: საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩმა, იულია ტიმოშენკო დაამარცხა. უკრაინის შავი ზღვის პორტში, რუსული საზღვაო ფლოტის იჯარის გაგრძელების სანაცვლოდ, კიევმა და მოსკოვმა გაზის ფასის თაობაზე შეთანხმება გააფორმეს.
  • 2013: იანუკოვიჩის მთავრობამ, ნოემბერში, ევროკავშირთან სავაჭრო და ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა და მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა არჩია. მთავრობის გადაწყვეტილებამ, კიევში რამდენიმეთვიანი მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
  • 2014: საპროტესტო აქციებმა, რომელიც ძირითადად კიევის მთავარ მოედანზე იყო ფოკუსირებული, ძალადობრივი ხასიათი მიიღო. ათობით დემონსტრანტი დაიღუპა. თებერვალში, პარლამენტმა იანუკოვიოჩის გადაყენებას უყარა კენჭი. იანუკოვიჩი გაიქცა. რამდენიმე დღეში, უკრაინის რეგიონში, ყირიმში შეიარაღებული პირები პარლამენტში შეიჭრნენ და რუსეთის დროშა აღმართეს. 16 მარტს გამართული რეფერენდუმის შემდეგ, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა.
    • აპრილში, პრორუსმა სეპარატისტებმა დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. დაიწყო ბრძოლა, რომელიც ხშირად ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, 2022 წელსაც გრძელდება.
    • მაისში, პროდასავლური დღის წესრიგით, საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკო იმარჯვებს.
    • ივლისში, აღმოსავლეთ უკრაინაში, საბრძოლო რაკეტამ სამგზავრო თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა. შედეგად, ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. გამოყენებულმა იარაღმა, გამომძიებლები რუსეთთან მიიყვანა, თუმცა მოსკოვი მომხდარში მონაწილეობას დღემდე უარყოფს.
  • 2017: უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ხსნის ბაზრებს თავისუფალი ვაჭრობისთვის და უკრაინელებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საშუალებას აძლევს.
  • 2019: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად იღებს ფორმალურ აღიარებას, რაც კრემლის აღშფოთებას იწვევს.
    • აპრილში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ყოფილმა მსახიობმა და კომიკოსმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ, პეტრო პოროშენკო დაამარცხა. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ დაძლევს კორუფციას და აღმოსავლეთ უკრაინაში მწვავე კონფლიქტს დაასრულებს. ივლისის საპარლამენტო არჩევნებში, მისმა პარტიამ, „ხალხის მსახურმა“ გაიმარჯვა.
    • შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალ ტრამპი ვოლოდომირ ზელენსკის სთხოვს, უკრაინაში შესაძლო ბიზნეს გარიგების გამო, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა გამოიძიოს. მაშინ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასაარჩევნო რობლაში, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილებოდა. საბოლოოდ, ზელენსკის მიმართ, პრეზიდენტ ტრამპის მოწოედება, მისი იმპიჩმენტის წარუმატებელი მცდელობით დასრულდა.
  • 2020: მარტში, კოვიდ-19-ის გამო, უკრაინამ პირველი ე.წ. „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.
  • ივნისში, პანდემიით გამოწვეული რეცესიის დროს, დეფოლტის თავიდან არიდების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 5 მილიარდ დოლარს უმტიკცებს.
  • 2021: იანვარში, ზელენკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ნატოში უკრაინის გაწევრიანების თხოვნით მიმართა.
    • თებერვალში, ზელენსკის მთავრობამ სანქციები დაუწესა ვიქტორ მედვედჩუკს, ოპოზიციის ლიდერს და უკრაინაში კრემლის ყველაზე თვალსაჩინო მოკავშირეს.
    • გაზაფხულზე რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ჯარებს მოუყარა თავი. რუსეთმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ წვრთნები იყო.
    • ოქტომბერში, კიევმა აღმოსავლეთ უკრაინაში პირველად გამოიყენა თურქულული დრონი Bayraktar TB2, რამაც რუსეთის აღშფოთება გამოიწვია.
    • შემოდგომაზე, რუსეთი კვლავ იწყებს უკრაინის მახლობლად ჯარების თავმოყრას.
    • 7 დეკემებრეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთი დასავლეთის სანქციების სესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში შეიჭრება.
    • 17 დეკემბერს, რუსეთმა დეტალური „უსაფრთხოების მოთხოვნები“ წამოაყენა. მათ შორისაა იურიდიულად სავალდებულო გარანტია, რომ ნატო უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში და ამასთან, ალიანსში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებას დაბლოკავს.
  • 2022: 10 იანვარს, ამერიკელი და რუსი დიპლომატები ვერ ახერხებენ უკრაინის შესახებ უთანხმოების შემცირებას და მნიშვნელოვანი გარღვევა ასევე არ მოაქვს შემდგომ მოლაპარაკებებს.
    • 14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა - „გეშინოდეს და იყავი უარესის მოლოდინში“, ამბობდა შეტყობინება.
    • 17 იანვარს, ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა. რუსული ძალები, ერთობილი წვრთნების ჩატარების მიზნით, ბელარუსში ჩასვლას იწყებს.
    • 24 იანვარს, ნატომ ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და გემებით, ასევე მოიერიშე თვითმფრინავებით, აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დაიწყო. ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, კიევიდან საელჩობის პერსონალის ნაწილის ევაკუაცია დაიწყო.
    • 26 იანვარს, ვაშინგტონმა რუსეთს წერილობით უპასუხა. ვაშინგტონი იმეორებს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი ერთგულებას და მოსკოვს „პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას“ სთავაზობს.
    • 28 იანვარს, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი „უსაფრთხოების მოთხოვნები“ იგნორირებულია, მაგრამ მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
XS
SM
MD
LG