ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი პუტინსა და ზელენსკის შეხვდება


საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, 7 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ხოლო 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მხარეები რუსეთ-უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენებს და ორ ქვეყანას შორის გამწვავებულ ურთიერთობებს განიხილავენ. საფრანგეთის პრეზიდენტის მიზანი იქნება ორივე ლიდერთან განიხილოს ის, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან სამხედრო კონფლიქტი.

მაკრონი ჯერ მოსკოვი ჩაფრინდება, შემდეგ კი კიევში, ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან 100,000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, ხოლო ამერიკამ 3,000 ჯარისკაცი გააგზვნა პოლონეთსა და რუმინეთში, მთავარი მიზანი მაინც დეესკალაციის გზების მოძებნა და შეთანხმების მიღწევაა.

ხუთშაბათს, მაკრონს ასევე ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან. ცალ-ცალკე განხორციელებული ზარების მიზანი იყო, საფრანგეთის დახმარებით, დონბასის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესის მიღწევა.

ამ დროისთვის უკრაინის საზღვართან რუსეთს კვლავ ჰყავს განალგებული 100,000 სამხედრო, ხოლო ბელარუსში მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე უპრეცენდენტოდ მაღალია რუსი სამხედროების აქტივობა. ნატომ ეს რუსეთის ძალების უდიდეს გადადგილებად შეაფასა ცივი ომის შემდეგ.

XS
SM
MD
LG