ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთის პრეზიდენტი მინსკის შეთანხმების გამოყენებისკენ მოუწოდებს


პარასკევს, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნინისტომ თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, კვლავ მინსკის შეთანხმებას უნდა მიმართონ.

ნინისტომ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, მინსკის შეთანხმების საკითხი მასთან ცოტა ხნის წინ გამართულ საუბრისას წამოჭრა.

ფინეთს, რომელიც ნატოს წევრი არ არის, ევროკავშირში რუსეთთან ყველაზე გრძელი საერთო საზღვარი აქვს. დასავლეთსა და რუსეთს შორის გაყინული ურთიერთობის წლებში, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა, ნინისტო დაჟინებით მოუწოდებდა პუტინთან მუდმივი დისკუსიები გაგრძელებულიყო.

ფინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მინსკის შეთანხმება როგორღაც მივიწყებას მიეცა და პუტინთან ბოლო საუბრისას, რუსეთის ლიდერმა მის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

ნინისტომ თქვა, რომ მინსკის შეთანხმებაზე დაფუძნებული რუსეთის მოთხოვნების სიიდან ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც შეიარაღების კონტროლს და შესაძლო სამხედრო რისკების თავიდან აცილებას ეხება, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლებას და კრიზისის გადაჭრას გამოიწვევდა.

შეთანხმებისთვის ყველაზე რთული პუნქტი არის რუსეთის მოთხოვნა, დონბასის რეგიონს ავტონომიურის სტატუსი და უკრაინის საგარეო ურთიერთობებში ვეტოს უფლება მიენიჭოს.

XS
SM
MD
LG