ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

23 ივნისს ევროკავშირი უკრაინას და მოლდოვას დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს 


ხუთშაბათს, დიდი ალბათობით, უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები და დიპლომატები ამბობენ, რომ ეს სიმბოლური, თუმცა მნიშვნელოვანი და მხარდამჭერი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარეს დგას.

ევროკავშირის ლიდერები, ბრიუსელში, ევროკომისიის გაცემულ რეკომენდაციას მხარს დაუჭერენ. სააგენტო "როიტერს" სამმა დიპლომატმა უთხრა, რომ რამდენიმედღიანი განხილვების შემდეგ, 27-წევრიან ბლოკში უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არავინაა.

"ჩვენ ვმუშაობთ იმ მომენტისთვის, როდესაც ვეტყვით პუტინს, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას, რომ ჩვენ დავიცავთ იმ ღირებულებებს, რომელსაც უკრაინა იცავს",- თქვა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯენ ასელბორნმა, ევროკავშირის წევრი მინისტრების შეხვედრამდე.

დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს მიიღებს მოლდოვაც, თუმცა საქართველოს, სამეულის წევრს, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მოუწევს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროკავშირმა ქვეყანას წარუდგინა. მათ შორისაა ქვეყანაში სასამართლო და მედია თავისუფლების უზრუნველყოფა, კორუფციის აღმოფხვრა და ოლიგაქრიული კონტროლის და პოლარიზაციის დასრულება.

XS
SM
MD
LG