უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება. ომის მეორე ფაზაში მთავარ აქცენტს რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთზე აკეთებენ. ბრძოლები გრძელდება ლუჰანსკის რეგიონისთვის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ლუჰანსკის რეგიონში პროგნოზის გაკეთება „უკიდურესად რთულია“. აღნიშნულ განცხადება მან უკრაინულ მედიასთან გააკეთა. მისი თქმით რეგიონში გადამწყვეტი ბრძოლა მიდის.
ჰანა მალიარის თქმით დაპირისპირება რეგიონში დინამიურია და ვითარება სწრაფად იცვლება.
სევერდონეცკისთვის, რომელიც ბოლო წერტილია რომლის დაკავებითაც რუსეთი მთლიანად გააკონტროლებს ლუჰანსკის რეგიონს, ამ დრომდე ბრძოლა მიმდინარეობს. ქალაქის უდიდეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებს. მილიარის თქმით, ის არ აპირებს პროგნოზის გაკეთებას თუ როგორ დასრულდება ქალაქისთვის ბრძოლა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ რეგიონში რუსეთს ჯარის და იარაღის რაოდენობით დიდი უპირატესობა აქვთ.
სევეროდონეცკის აზოტის ქარხანაში კი ამ დრომდე რჩება 500-მე მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ბავშვებიც. თუმცა ბრძოლის ინტენსიურობიდან გამომდინარე, ქარხნიდან მათი ევაკუაცია ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
Facebook Forum