ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი კანადელ კოლეგას ხვდება


ორშაბათს, კანადაში ვიზიტით მყოფი, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელენი კანადის ფინანსთა მინისტრ ქრისტია ფრილენდს შეხვდა. ოფიციალურმა პირებმა დადეს თანამშრომლობის პირობა საკითხების წყებაზე, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, ენერგიის გამომუშავებასა და მომარაგების ჯაჭვების განმტკიცებაზე.

ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს, იელენი ჩრდილოეთ ამერიკელ ორ მოკავშირეს შორის ძლიერ ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრებს, ეწვევა ბიზნეს ინკუბატორს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო ფორუმში, რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტში გაიმართება.

„მდივან იელენთან ვიმსჯელებ საერთო ეკონომიკურ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ჩვენი ორივე ქვეყანა დგას“, განაცხადა ფრილენდმა შეხვედრის წინ. მან დაამატა, რომ განსახილველ საკითხებში იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და გლობალური საგადასახადო რეფორმისთვის ბიძგის მიცემა.

„შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ენერგიის წარმოების გაზრდის მიმართულებით, რაც ევროპას და სხვა ქვეყნებს ძალიან სჭირდება“, თქვა იელინმა და აღნიშნა, რომ ასევე შესაძლოა საშუალო ვადიან პერსპექტივაში ენერგიის უფრო სუფთა წყაროებზე გადასვლის გეგმებზეც იმსჯელონ.

ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსთა მინისტრები ინფლაციის შესამცირებელ ძალისხმევაზე ისაუბრებენ.

ხაზინის დეპარტამენტის მდივანი იელენი, კანადას ოფიციალურ რაგში პირველად სტუმრობს.

XS
SM
MD
LG