ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩო დღეს გახსნება. ქვეყანამ მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა 26 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორ დღეში გაიყვანა. საელჩო აქამდე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვივში ფუნქციონირებდა.
„კიევში საელჩოს მცირე ჯგუფი უკრაინის მთავრობასთან და სხვა დაბრუნებულ პარტნიორ ქვეყნებთან ითანამშრომლებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოეკსტრამ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“. „მნიშვნელოვანია, უკრაინას ადგილზე დავუჭიროთ მხარი“, - თქვა მან.
გუშინ რუსეთმა, კიევის შევჩენკოს რაიონში სარაკეტო იერიში განახორციელა. ეს მაშინ მოხდა, როცა დედაქალაქს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სტუმრობდა.
ნიდერლანდები აცხადებს, რომ საელჩო საკონსულო მომსახურებას არ განახორციელებს. უკანასკნელ დღეებში მსგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმაც. საელჩოს კიევში დაბრუნებას მომავალ ერთ თვეში გეგმავს ასევე შეერთებული შტატები.