ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკრაინას დამატებით 33 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს


აშშ-ის პრეზიდენტო, ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტო, ჯო ბაიდენი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა გამოყოს 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უკრაინისთვის. ეს დრამატულად ზრდის ამერიკის დახმარებას უკრაინისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ომში. ნაბიჯი ასევე მოიცავს მიმართვას, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რუსი ოლიგარქების ქონების ჩამოსართმევად.

დაფინანსების უდიდესი ნაწილი მოიცავს 20.4 მილიარდის შეიარაღებას და სამხედრო დახმარებას. 8.5 მილიარდს-პირდაპირი სახის მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის და 3 მილიარდ ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ჩვენ გვჭირდება ეს კანონპროექტი, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის ბრძოლაში თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას. „ამ ბრძოლის ფასი დაბალი არაა, თუმცა აგრესიის წინაშე უკანდახევა უფრო ძვირი იქნებოდა“, - თქვა მან.

ბაიდენი ასევე სთხოვს კონგრესს მიიღოს ზომები, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა ჩამოართვას რუს ოლიგარქებს აქტივები და გადასცეს აქტივებიდან მიღებული თანხები უკრაინას.

ნაბიჯები ამერიკის მცდელობის ნაწილია რუსეთს საფასური გადაახდევინოს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს წამოწყებული ომისთვის და დაეხმაროს კიევს ომით მიღებული ზარალის შემსუბუქებაში.

XS
SM
MD
LG