ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლმა ბრიტანელ კანონმდებლებს რუსეთში შესვლა აუკრძალა


დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ნაბიჯებს დგამს. კრემლმა ამჯერად პერსონალური სანქციები 287 ბრიტანელ კანონმდებელს დაუწესა და მათ რუსეთში შესვლა აუკრძალა.

კრემლი ბრიტანელ კანონმდებლებს "რუსოფობიურ ისტერიაში" ადანაშაულებს. მანამდე მოსკოვმა, სანქციები დაუწესა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და მას რუსეთში შესვლა აუკრძალა.

კრემლის მხრიდან ეს საპასუხო ნაბიჯია. მანამდე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პესონალური სანქციები დაუწესა 386 რუს დეპუტატს ქვედა პალატიდან.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსი დიპლომატების გაძევების, ფინანსური და ეკონომიკური სანქციების შემოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი განაახლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG