ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდს დაარტყა


უკრაინამ ხუთშაბათს დილით ყირიმის ნახევარკუნძულს დანარჩენ უკრაინასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ ხიდს დაარტყა, რითაც გაჭრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი ჯაჭვი სამხრეთში.

უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში, რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ სალდომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის ჩონჰარის საგზაო ხიდზე იმყოფება, სადაც ასფალტზე კრატერებია გაჩენილი.

"კიევის რეჟიმის მიერ ლონდონის ბრძანებით ჩადენილი კიდევ ერთი უაზრო ქმედება. ეს არაფერს ცვლის სპეცოპერაციისთვის“,- თქვა მან და პირობა დადო, რომ ხიდს შეაკეთებენ და მოძრაობა აღდგება.

ის დაემუქრა მეზობელ მოლდოვას ნატოს წევრ რუმინეთთან დამაკავშირებელ ხიდზე დამიზნებით: „ძალიან მალე იქნება ძალიან სერიოზული პასუხი“.

ჩონჰარის ხიდი ყირიმში მისასვლელი გზებიდან ერთ-ერთია. ალტერნატიული გზები ცუდ მდგომარეობაში და საათობით აგრძელებს მარშრუტს. რუსეთის ახალი ამბების სააგენტო RIA ციტირებს ყირიმში რუსეთის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ მის შეკეთებას შეიძლება კვირები დასჭირდეს.

უკრაინას ბრიტანული და ფრანგული საკრუიზო რაკეტები აძლევს საშუალებას დაარტყას ლოგისტიკურ მარშრუტებს, რომლებსაც რუსეთი რამდენიმე კვირის წინ უსაფრთხოდ თვლიდა.

ეს იყო "დარტყმა ოკუპანტების სამხედრო ლოგისტიკისთვის", - თქვა იური სობოლევსკიმ, ხერსონის ოლქის მმართველი ორგანოს უკრაინელმა წარმომადგენელმა.

„უფრო მნიშვნელოვანია ოკუპანტებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე არ არის ადგილი, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ“, - განაცხადა მან.

რუსმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ხიდს უკრაინულმა ძალებმა ოთხი რაკეტა ესროლეს, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო RIA. მათი თქმით, ნარჩენებზე აღმოჩენილი ნიშნები მეტყველებს, რომ ისინი საფრანგეთში იყო დამზადებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG