ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ კვლავ "კინჯალი" გამოიყენა


22 ივნისს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინულ სამიზნეებზე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე დრონები გამოიყენა. თავდასხმისას დაზიანდა ქალაქები - ოდესა და კრივი რიჰი. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდაცვა, სამი რუსული დრონი ჩამოაგდო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ღამის თავდასხმაში, სამი "კინჯალის" ჰიპერბგერითი და სამი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.

„მტრის რაკეტებმა ვერ მიაღწია სამიზნეებს დნეპროპეტროვსკის რეგიონში. ოკუპანტები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებენ, უტევენ უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

რეგიონული ადმინისტრაციის სპიკერის, სერჰი ბრაჩუკის განცხადებით, რუსეთის დრონები შავი ზღვის თავზე, უკრაინის სამხრეთ დასავლეთის რეგიონში, ოდესაში ჩამოაგდეს. თუმცა, ერთ-ერთი მათგანი საწყობს მოხვდა.

კრივი რიჰის ტერიტორიაზე, რუსულმა სარაკეტო დარტყმებმა, მინიმუმ 10 საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

XS
SM
MD
LG