შეერთებულმა შტატებმა დღეს რუსეთს, ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებში განთავსებული რეზერვებიდან კრედიტორებისთვის, სუვერენული ვალის გადახდა დაუბლოკა. ეს უზღუდავს მოსკოვს წვდომას, ამერიკულ ბანკებში განთავსებულ $600 მილიონზე მეტ რეზერვზე.
ბანკს JPMorgan Chase-ს, რომელიც იყო გამტარი ბანკი რუსეთის გადარიცხვებისა, საგადასახადო მომსახურების ოპერაციები აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა შეაწყვეტინა - წერს სააგენტო "როიტერი". მოსკოვს ახლა საბანკო ოპერაციის განხორციელებისთვის 30-დღიანი ვადა აქვს.
24 თებერვალს უკრაინაზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი იერიშის გამო, შეერთებულმა შტატებმა გაყინა უცხოურ ვალუტაში რუსეთის რეზერვები, რომელთაც რუსეთის ცენტრალური ბანკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფლობდა. თუმცა, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი რუსეთის მთავრობას ზოგიერთი ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას კონკრეტული გარემოებებდან გამომდინარე მაინც აძლევდა.
ორშაბათს მოსკოვს, სხვადასხვა ობლიგაციებში ერთგან $552.4 მილიონი და მეორეგან $84 მილიონი უნდა გადაეხადა. ორივე ფინანსური ოპერაცია შეჩერებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის პრესსპიკერი ავრცელებს.
ამერიკული მხარის თქმით, ეს რუსეთს უბიძგებს აირჩიოს გამოიყენებს თუ არა მისთვის ხელმისაწვდომ დოლარის რეზერვებს ამ ობლიგაციების დასაფარად, თუ არა და მას სხვა მიმართულებით, მათ შორის ომის წარმოებისკენ მიმართავს. ამ შემთხვევაში, რუსეთი ისტორიული დეფოლტის წინაშე დადგება.
Facebook Forum