ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში წამლებს იმარაგებენ


რუსეთის ქალაქებში მოსახლეობამ წამლების მომარაგება დაიწყო. პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სანქციების დაწესების შემდეგ, შეშფოთებული რუსები ფიქრობენ, რომ აუცილებელ წამლებს ვეღარ შეიძენენ, რადგან მედიკამენტების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა იმპორტირებული. შესაბამისად, მოთხოვნა გაზრდილია და იქმნება დეფიციტი.

ქვეყანაში მსგავსი შოკი გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. ბოლოს მსგავსი დეფიციტი საბჭოთა კავშირის დარღვევის შემდეგ დაფიქსირდა, როცა რუსეთი საბაზრო ეკონომიკაზე გადადიოდა და იმპორტის სისტემა დროებით მოიშალა.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო სანქციები დაუწესა, მეხუთე კვირა დაიწყო. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 15%-მდე შემცირდება. ქვეყანაში უცხოეთის კომპანიების დიდმა ნაწილმა ოპერაციები შეწყვიტა, შეჩერებულია ვაჭრობის ნაწილი, რუსული რუბლის კურსმაც ძლიერი ვარდნა განიცადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG