ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სირიის საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვისკენ მოუწოდებს


პარასკევს, თურქეთმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ასობით ათასი სამოქალაქო პირის დასაცავად, რომელთა წინააღმდეგაც სამთავრობო ძალები იდლიბის რეგიონში საჰაერო თავდასხმებს აწყობენ, სირიაში საჰაერო სივრცე დახურონ.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციის დირექტორმა, ფარჰეთინ ალთუნმა „ტვიტერზე“ თქვა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები, რუსეთი და ირანი „სრულიად დაკარგავენ ნდობას, თუ იდლიბში ძალადობის და დაპირისპირებისშემცირებაზე დადებულ საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებენ. უკვე თვეებია, სამოქალაქო მოსახლეობა იბომბება. ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოები, სისტემატურად რეჟიმის სამიზნე ხდება. ჩვენს თვალწინ ნელი გენოციდი ხდება. მათ ვისაც სინდისი და ღირსება გააჩნია, ხმა უნდა ამოიღონ. სირიის რეჟიმი ამ რეგიონში დემოგრაფიულ და ეთნიკურ წმენდას ატარებს. ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე თვალი დავხუჭოთ.“

იმავდროულად, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები, ამ ალიანსის წევრ თურქეთის თხოვნით, საგანგებო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი თავის თურქ კოლეგას, იდლიბის და ლიბიის საკითხებზე ესაუბრა.

თურქეთსა და რუსეთს შორის იდლიბის კრიზისის გადასაწყვეტად ანკარაში მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებები, ხუთშაბათს ჩიხში შევიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG