თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამიზნეებზე შეტევა მიიტანა. ანკარამ სირიის სამთავრობო ძალებიდან თავდასხმას უპასუხა, რომლის დროსაც 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაიჭრა. განცხადება მომხდარის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიმ ერდოღანმა გააკეთა.
სირიის ომის სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებით, ცეცხლის გაცვლისას, სირიის მხარეს ექვსი სამხედრო დაიღუპა.
ეს მხარეებს შორის უშუალო დაპირისპირების ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევაა. სირია ბრალს დებს თურქეთს, რომ უცხო ქვეყნის მებრძოლებს გზას უხსნიან, რათა სამთავრობო ძალებს შეებრძოლონ. იდლიბის პროვინციაში ამ დროისთვის ალ-ყაიდასთან დაკავშირებული სამხედროები დომინირებენ.
რუსეთმა ინიციტენტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი სამხედრო-საჰაერო ძალები დეესკალაციის საჰაერო ზონას აკონტროლებს.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის შეირაღებული ძალების დამატებითი ნაწილები იდლიბის პროვინციის ჩრდილოეთში, ანკარის თქმით, ადგილზე მყოფი თურქი მეომრების გასამაგრებლად შევიდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ადგილობრივი მთავრობა გაფრთხილებული ჰყავდათ.
იდლიბის ჩრდილო-დასავლეთი ბოლო წერტილია, რომელსაც სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ. სირიის სამთავრობო ძალები, რუსეთის დახმარებით, ცდილობენ ამ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას და სტრატეგიული მაგისტრალის დაკავებას, რომელსაც ამბოხებულები 2012 წლიდან აკონტროლებენ.
თურქი სამხედროები ამბოხებულთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ გააგზავნეს, რაც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული, თუმცა გასულ წლის დასასრულს შეთანხმება დაირღვა. თურქეთი შიშობს, რომ დაპირისპირება რეგიონში, რომელიც მას ესაზღვრება, თურქეთში სირიიდან იძულებით გადაადგილების რაოდენობას გაზრდის. ამ დრომდე თურქეთს თავს 3.5 მილიონი სირიელი აფარებს.
Facebook Forum