ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ამბობს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება ახლოვდება


შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების მხარეები, მისი გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოვდებიან. გაეროს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა გაავრცელა.

რუსეთი აქამდე იმუქრებოდა, რომ შეთანხმებას 18 მაისს დატოვებდა. თუმცა, შეთანხმებაში ჩართულმა ოთხმა მხარემ, ხუთშაბათს, გაეროს ინიციტაივით შეხვედრა გამართა. მხარეებმა, შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, გაეროს მიერ წარდგენილი ახალი პრობები განიხილეს.

"მარცვლეულის შეთანხმების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან",- წერია თურქეთის თავდაცვის მინისტრის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

მოლაპარაკებებები სტამბოლში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთმა ამ ჯერად არ ისურვა კონკრეტულ თარიღზე შეთანხმება.

გაერო და თურქეთი, უკვე თითქმის ერთი წელია, გასული ივლისიდან მოყოლებული, უკრაინასა და რუსეთს შორის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ. რუსეთის მიერ, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის ექსპორტზე გატანას ვერ ახერხებდა. ეს კი თავის მხრივ, ზიანს აყენებდა როგორც უკრაინის ეკონომიკას, ისე აზარალებდა ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინულ მარცვლეულზე.

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებააზე დათანხმებას, მხოლოდ საკუთარი პირობების შესრულების შემთხვევაში გეგმავს. ცოტა ხნის წინ კი, კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შავი ზღვის მარცლვეულის შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტს ესაუბროს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG