ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა ვირუსის წარმომავლობის საკითხს იძიებს


ოთხშაბათს, კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ცდილობს დაადგინოს, გავრცელდა თუ არა ვირუსი ჩინეთში, ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კი ამბობს, რომ პეკინმა ნათელი უნდა მოჰფინოს მდგომარეობას და თქვას ყველაფერი, რაც იცის.

ამ ეტაპზე ვირუსის წყარო კვლავ უცნობია. გენერალმა მარკ მილიმ, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ვირუსი სავარაუდოდ ბუნებრივად წარმოიშვა და არ შექმნილა ლაბორატორიაში, თუმცა არც ერთი მოსაზრების დასტური არ არსებობს.

ოთხშაბათს "ფოქს ნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსი ვუჰანის ლაბორტორიიდან გავრცელდა, თუმცა არა როგორც ბიოიარაღი, არამედ ჩინეთის იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომ წარმოჩინდეს, თითქოსდა ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი, ან მასზე მეტი შესაძლებლობა აქვს ვირუსების გამოვლენისა და მათთან ბრძოლის საქმეში. გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთ ლაბორატორიაში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, ერთი პირი დაინფიცირდა და შემდეგ ახლოს მდებარე ბაზარში მოხვდა, საიდანაც ვირუსი გავრცელდა.

პრეზიდენტმა ამ ცნობების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გულდასმით იყოს გამოკვლეული "ეს საშინელი სიტუაცია, რაც მოხდა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG