შეიქმნა თუ არა კორონავირუსი, რომლითაც მსოფლიოში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვუჰანის ლაბორატორიაში? - ეს არის კითხვა, რაზეც ოფიციალურ ჩინეთს პასუხის გაცემა უწევს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ არსებობს ახალი კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის მტკიცებულება“ - აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყების პრეს-სპიკერს, ვირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
იგივე კითხვა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ცდილობს დაადგინოს, წარმოშვა თუ არა ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში. სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო კი აცხადებს, რომ პეკინმა უფრო გამჭვირვალე უნდა გახადოს, ვირუსის წარმოშობის შესახებ თავისი ცოდნა.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
Facebook Forum