ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი 1 მაისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ პანდემიის გამო დახურული ეკონომიკის კვლავ გახსნა პირველი მაისიდან შესაძლებელი იქნება. ის ამბობს, რომ ქვეყნის ნაწილი ამ პერიოდში გახსნისთვის მზად იქნება და ამის განსახორციელებლად გეგმა უკვე თითქმის მზად აქვს.

პრეზიდენტი საკითხზე კონსულტაციას ქვეყნის 50-ვე შტატის გუბერნატორთან ხვალ, ვიდეო კონფერენციით გაივლის. თუმცა, მან უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური უფლება, შტატების გახსნის ბრძანება გასცეს.

„ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შტატი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ადრე გაიხსნას, აპრილის ბოლომდე. ზოგიერთ მათგანს ამისთვის მეტო დრო დასჭირდება,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის ინიციატივას, უკვე გამოეხმაურა ნიუ-იორკის გუბერნატორი. ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ არ შესრულებს პრეზიდენტის განკარგულებას, თუ ეს ნიუ-იორკელებს საფრთხეს შეუქმნის. მისი თქმით, ამ ვითარებამ შესაძლოა კონსტიტუციური გამოწვევა შექმნას, როცა შტატის მმართველობა, ფედერალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდება.

„ყველაზე ცუდი, რაც ახლა მას [პრეზიდენტს] შეუძლია გააკეთოს ისაა, რომ იმოქმედოს, როგორც დიქტატორმა, პარტიზანული, დაყოფის გზით,“ - აცხადებს გუბერნატორი კუომო და ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ხაზის გაუსვა თავის, როგორც პრეზიდენტის, აბსოლუტურ, დისკრეციულ უფლებას შტატების გახსნის განკარგულება გასცეს, აცხადებს რომ შტატებზე ზეწოლას არ განახორციელებს და თითოეული მათგანი თავად განსაზღვრავს, როდის დაიწყოს ეკონომიკის გახსნის პროცესი.

თავდაპირველად, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ეკონომიკის გახსნა, აპრილის შუა რიცხვებში იქნებოდა შესაძლებელი, აღდგომის დღესასწაულის დროს, თუმცა საბოლოო ჯამში, დაწესებული შეზღუდვები აპრილის ბოლომდე გახანგრძლივდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG