შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეციალურ გამომძიებლად გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის დანიშვნას ეხმაურება.
რობერტ მალერის მისია საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩართულობის გამოძიებაა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გამოძიებას “კუდიანებზე ნადირობა” უწოდა.
დილით სოციალურ ქსელ ტვიტერში ტრამპმა საყვედური გამოთქვა, რომ სპეციალური გამომძიებელი არასდროს დანიშნულა მისი დემოკრატი კონკურენტის - ჰილარი კლინტონის და ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას საქმეების გამოსაძიებლად.
სპეციალურ გამომძიებლად დანიშვნით მულერი კონგრესსა და სენატში იმ ადამიანების ჯგუფს უერთდება, ვინც პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან კავშირებს უკვე იძიებს.
“ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდები,” განაცხადა მალერმა.
Facebook Forum